ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

საქართველოს უნივერსიტეტი, მორიგ ლიტერატურულ კონკურსს - „ფოლიო“ - გახსნილად აცხადებს!
24 March 2016

საქართველოს უნივერსიტეტი, 18 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით, წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებისათვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, აცხადებს მორიგ ლიტერატურულ კონკურსს.

გამარჯვებულ ავტორს მიენიჭება საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული პრიზი „ფოლიო“ (ლაურეატის სერტიფიკატი და ფულად ჯილდო - 500 ლარი).

კონკურსის მონაწილეებიქართულ ენაზე ნებისმიერი ჟანრის (დეტექტივი, ფანტასტიკა, დრამა, კომედია და ა.შ) მოკლე მოთხრობას დაწერენ (ტექსტი განთავსებული A 4 ფორმატში,1 – 2გვერდი).

კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში წერის კულტურის ამაღლება. ნამუშევრებს ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს.

ლიტერატურული პრიზი საუკეთესო ნამუშევრის ავტორს გადაეცემა. კონსურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ( მე-11/მე-12 კლასი).

 

კონკურსის პირობები:

1) კონკურსი ორენოვანია, შესაბამისად ნაშრომი შეიძლება იყოს წარმოდგენილი ქართულ ან ინგლისურ ენებზე.

2) Sylfaen 11 - იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს. ტექსტი განთავსებული უნდა იყოს A 4 ფორმატში.

3) თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკოლის ან უნივერსიტეტის დასახელება და ელექტრონული ფოსტა.

 

შეფასების კრიტერიუმები:

ა) ორიგინალურობა

ბ) შემოქმედებითობა

გ) ლაკონიურობა

 

ნამუშევარი მიიღება 2016წლის 1 აპრილიდან 15აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: folioprize2016@gmail.com

გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 22 აპრილს ლიტერატურის კვირეულის დახურვის დღეს, საქართველოს უნივერსიტეტში.

შემოგვიერთდით და გაიმარჯვეთ!

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი